სასაფლაოს ადგილზე აეროპორტს ააშენებენ

საქართველო, თბილისი - 12:58 | 17.10.2017
ნანახია: 1374

ავსტრალიაში სიდნეის დასავლეთ ნაწილში ძველი სასაფლაოს ადგილზე აეროპორტის აშენებას აპირებენ.

მედიის ცნობით, ქალაქის ხელისუფლებამ ადგილობრივ მცხოვრებლებს ნათესავების გადასვენება და მშენებლობისთვის ადგილების გათავისუფლება სთხოვა.

საფლავების გადატანის სახსრები სახელწმიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

აეროპორტი 1800 ჰექტარზე განთავსდება, მისი ღირებულება 5 მლრდ დოლარი იქნება და  მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება და 2026 წელს გაიხსნება.

ყოველწლიურად აეროპორტი მიიღებს და გაგზავნის ათასზე მეტ რეისებს, ეს კი შესაბამისად 82 მლნ მგზავრი იქნება.

ადგილობრივი მოსახლეობა კი შიშობს, რომ მშენებლები „შეაწუხებენ მიცვალებულებს, რომლებიც სასაფლაოზე უკვე ათობით წელია განისვენებენ“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე