ავღანეთში აფეთქებებს 15 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:08 | 17.10.2017
ნანახია: 953

სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა ორი აფეთქების შედეგად ავღანეთის ქალაქ გარდეზში. ინციდენტი პოლიციის სამმართველოსთან მოხდა.

ხელისუფლების განცხადებით, იერიში პოლიციის საწვრთნელი ცენტრის წინააღმდეგ განხორციელდა, რომელიც სამმართველოს გვერდით მდებარეობს.

მებრძოლებმა ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქეს, შემდეგ კი ცენტრის შენობაში შევიდნენ და პოლიციელებს თავს დაესხნენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.

პოლიცილებზე თავდასხმა მოხდა ასევე ღაზნის პროვინციაშიც. ტერორისტებმა შვიდი პოლიციელი მოკლეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე