დასახელდა ქალებისთვის ყველაზე საშიში ქალაქები

საქართველო, თბილისი - 11:55 | 17.10.2017
ნანახია: 1213

საქველმოქმედო ორგანიზაცია Thomson Reuters Foundation-მა იმ მეგაპოლისების სია გამოაქვეყნა, სადაც ქალებისთვის ცხოვრება საფრთხის შემცველია.
პირველ პოზიციაზე ეგვიპტის დედაქალაქი კაირო დასახელდა. მეორე ადგილი გაიყვეს პაკისტანის ქალაქმა ყარაჩმა და კონგოს დედაქალაქმა კინშასამ. ხუთეულში ასევე მოხვდა დელი (ინდოეთი) და პერუს დედაქალაქი ლიმა.

კვლევა ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე ჩატარდა. ქალების შეფასების მთავარი კრიტერიუმები იყო სექსუალური ძალადობის დონე, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, კულტურული ტრადიციების გავრცელება, ეკონომიკური შესაძლებლობა და განათლება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე