მეცნიერებმა დაადგინეს თუ რაზეა დამოკიდებული სექსუალური სიამოვნება

საქართველო, თბილისი - 11:08 | 17.10.2017
ნანახია: 1649

 

ჰოლანდიელმა, პორტუგალიელმა, ბრაზილიელმა და კანადელმა  მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რაზეა დამოკიდებული სექსუალური სიამოვნება. კვლევის შედეგები ჟურნალმა The Journal of Sex Research-მა გამოაქვეყნა.

მეცნიერებმა 124 ჰეტეროსექსუალური წყვილი გამოკითხეს და სთხოვეს დაესახელებინათ სიამოვნების დონე, ასევე შეეფასებინათ თავიანთი სექსუალური ფუნქციები, მათ შორის ერექციის ხანგრძლივობა და ორგაზმის სიძლიერე.

კვლევაში მონაწილეობა 19-69 წლის მამაკაცებმა და 18-62 წლის ქალებმა მიიღეს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მამაკაცების სიამოვნება სექსობრივი აქტის დროს უმეტესად დამოკიდებულია ერექციის ხანგრძლივობაზე  და ქალის სურვილსა და ორგაზმზე.

ქალებში ეს პროცესი თავის მხრივ დამოკიდებულია მამაკაცის აღგზნებასა და ორგაზმზე.

კვლევამ დაადგინა, რომ სექსისგან სიამოვნება ორივე სქესის წარმომადგენლებში უმეტესწილად პარტნიორის სიამოვნებას უკავშირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე