ანჯელინა ჯოლის შვილებს ერთმანეთი სძულთ (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 13:28 | 16.10.2017
ნანახია: 4365

ანჯელინა ჯოლის ოჯახში კვლავ დაძაბულობაა.

დასავლური მედია იტყობინება, რომ მსახიობის აყვანილი ვაჟები ერთმანეთს ვერ ეწყობიან. ინსაიდერების ინფორმაციით, 16 წლის მედოქსი და 13 წლის პაქსი გამუდმებით კამათობენ და ერთმანეთს ფიზიკურადაც ეხებიან.

შვილების კონფლიქტი მსახიობს ძალიან აღელვებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბიჭები შეარიგოს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

მედოქსს ყველგან და ყველაფერში პირველობა სურს, მაგრამ პაქსს ძმის ეს მისწრაფება არ მოსწონს.

უნდა აღინიშნოს, რომ  ანჯელინას ოჯახი საჯაროდ კონფლიქტურ სცენებს არ დგამს, როგორც ჩანს ბიჭები დედაზე ზრუნავენ და არ სურთ, რომ ის მათ გამო შერცხვეს.

ანჯელინასთვის ბოლო ერთი წელი მეტად მძიმე აღმოჩნდა. გასული წლის სექტემბერში ბრედ პიტს გაშორდა და ის ოჯახურ ძალადობასა და ალკოჰოლიზმში დაადანაშაულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე