ანჯელინა ჯოლი და გვინეთ პელტროუ ცნობილ პროდიუსერს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ
საქართველო, თბილისი - 10:39 | 11.10.2017 ნანახია: 2455ამერიკელი მსახიობები გვინეთ პელტროუ და ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდის ცნობილ პროდიუსერს ჰარვი ვაინშტეინს სექსუალური ხასიათის შევიწროვებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ The New York Times- წერს.
პელტროუს განცხადებით, როდესაც ის 22 წლის იყო, ვაინშტეინმა ის ჯეინ ოსტინის რომანის „ემას“ ეკრანიზაციისთვის მთავარ როლზე აიყვანა. გადაღებების დაყწებამდე პროდიუსერმა ახალგაზრდა მსახიობი სასტუმროს ნომერში გამოიძახა და მას უხამსი წინადადება შესთავაზა.
პელტროუმ ამის შესახებ ბრედ პიტს აცნობა, რომელსაც იმ დროს ხვდებოდა.
პიტი გოგონას გამოესარჩლა, მასთან საუბრის შემდეგ კი ვაინშტაინმა პელტროუ გააფრთხილა, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის ეთქვა.
ანჯელინა ჯოლიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ ვაინშტაინს მის მიმართ მსგავსი ქმედებები 1990-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთ ფილმზე მუშაობის დროს ჰქონდა.
„ჰარვი ვაინშტეინთან ურთიერთობის უსიამოვნო გამოცდილება მქონდა ახალგაზდობის დროს, რის შემდეგაც გადავწყვიტე, მასთან არასდროს მემუშავა და სხვებიც გავაფრთხილე, მას თანამშრომლობაზე არ დათანხმებოდნენ.
პროდიუსერის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე სხვა მსახიობებმაც ისაუბრეს. მათ შორის ამერიკელმა მსახიობმა როზანა არკეტმა, ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჯუდით გოდრეშმა და ამერიკელმა მსახიობმა ქეთრინ ქენდალმა.
თავად ვაინშტაინმა აღიარა, რომ თავისი ქმედებებით კოლეგებს ტკივილს აყენებდა და ბოდიში მოიხადა.
შედეგად ძმებ ბობი და ჰარვი ვაინშტეინების მიერ დაფუძნებულიWeinstein Company-ის დირექტორთა საბჭომ პროდიუსერი სამსახურიდან დაითხოვა.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა