საფრანგეთში საჯარო მოხელეების გაფიცვის გამო ავიარეისები გაუქმდა

საქართველო, თბილისი - 15:41 | 10.10.2017
ნანახია: 1015

საჯარო მოხელეების გაფიცვის გამო საფრანგეთის უმსხვილესი ქალაქების აეროპორტებში ავიარეისების უმეტესობა გაუქმდა.

რეისები გაუქმდა პარიზის, ნიცის, მარსელის, ტულუზას, ბორდოსა და ნანტის აეროპორტებში.

ავიაკომპანია Air France-ის განცხადებით, გაფიცვის დღეს შესრულდება შორეული ფრენები პარიზის ორი აეროპორტიდან, ასევე შესრულდება მოკლე და საშუალო დისტანციებზე ფრენების 75 პროცენტი.  

დღეს საფრანგეთში მიმდინარეობს მასშტაბური გაფიცვა რამდენიმე წამყავნი პროფკავშირის მოწოდებით.

სახელმწიფო მოხელეების - მასწავლებლების, ექიმების, საბავშვო ბაღების აღმზრდელების, სამოქალაქო ავიაციის თანამშრომლების უკმაყოფილება გამოიწვია სოციალურმა ზომებმა, რომელსაც საფრანგეთის მთავრობა ატარებს. კერძოდ, საუბარია სამუშაო ადგილების, ხელფასებისა და შეღავათების შემცირების შესახებ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე