რატომ ტოვებს თვითმფრინავი ცაზე თეთრ კვალს?

საქართველო, თბილისი - 14:27 | 10.10.2017
ნანახია: 2548

ყველამ იცის, რომ თეთრი ზოლი ცაზე, თვითმფრინავის ნაკვალევია, თუმცა ცოტა თუ დაფიქრებულა, რატომ ტოვებს თვითმფრინავი თეთრ კვალს?

„საქაერონავიგაციაში“ განმარტავენ, რომ თეთრი ხაზები კონდენსაციური კვალია, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა მაღალ სიმაღლეზე მშრალი ჰაერის მასას რეაქტიული ძრავის მიერ წვის პროცესში გამოშვებული წყლის ორთქლი ერევა. ამ დროს ის ყინულის კრისტალებად იქცევა და ცაზე თეთრ კვალს ტოვებს.

ეს იგივეა, რაც ცივ ამინდში ადამიანის სუნთქვა, როცა პირიდან გამოშვებული ჰაერი ორთქლის მასად გარდაიქმნება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე