ბრმების და ყრუების გასაგონად ვწერ... ბერა ჩემი შვილიშვილის ნათლიაა - ინგა გრიგოლია

საქართველო, თბილისი - 12:08 | 10.10.2017
ნანახია: 34621

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ქალიშვილის ქორწილს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

ქორწილში, სტუმრებს შორის იყვნენ: პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მომღერლები და ასევე, ბერა ივანიშვილიც.

სტუმრების შემადგენლობამ კი რატომღაც საზოგადოების კრიტიკა გამოოიწვია, რასაც ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პასუხობს:

,,ბრმების, ყრუების და ცუდი ადამიანების გასაგონად ვწერ ამ სტატუსს, რომლებიც არც შვილის ქორწილს შეგარგებენ და არც ბედნიერებას- ქორწილი შედგება პატარძლის და სიძის სამეგობროსგან, ოჯახისგან, ოჯახის ახლობლებისგან და კეთილის მოსურნეებისგან სხვა ადამიანებიც იყვნენ ნიკას და მაროს ქორწილში, არ გინახავთ?!  სხვა პოლიტიკური პოზიციის ადამიანები.

მე ყველასი ძალიან მადლობელი ვარ, ვინც ამ ქორწილში იყო, მოვიდა, დაგვაფასა, სიძის თუ პატარძლის მხრიდან. ყველას მილიონ მადლობას ვუხდი ყველას საგანგებო მადლობა გადავუხადე… .ამა თუ იმ პოზიციის ადამიანს…

თქვენ კი, ვინც ჩემს პროფესიულ ობიექტურობა-არაობიექტურობას უკავშირებთ ქორწილის სტუმრებს, გეტყვით ერთს-ვაი თქვენს პატრონს თუ ძალიან გაინტერესებთ, უკვე დიდი ხანია, ბერა ჩემი შვილიშვილის ნათლიაა, ვგიჟდები, ისე მიყვარს ტასოს საყვარელი ნათლია, მაგრამ ეს ოჯახური ამბები ჩემს გადაცემებზე არ ასახულა მგონი…….

ვწუხვარ, რომ ამ სტატუსის დაწერა მომიხდა. მეტ კომენტარს მაროს ქორწილზე არ გავაკეთებ. ვაი თქვენს პატრონს მართლა”. !!!!! – წერს ჟურნალისტი.

ინგა გრიგოლიას შვილის ქორწილში - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი

Image result for ბერა ივანიშვილი გრიგოლიას შვილის ქორწილში 

კადრები ქორწილიდან

Image result for ბერა ივანიშვილი გრიგოლიას შვილის ქორწილში

Image result for ბერა ივანიშვილი გრიგოლიას შვილის ქორწილში




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე