კალიფორნიაში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 12:23 | 10.10.2017
ნანახია: 932

10 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის შედეგად.

12 დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მათი უმეტესობა კვამლის გამო დაზარალდა.

ხანძრის გამო მოხდა კალიფორნიის მოსახლეობის ევაკუირებაც. სტიქია ჩრდილოეთ კალიფორნიის რვა ოლქში მძვინვარებს.  

ცეცხლმა 1500-ზე მეტი სახლი და სამრეწველო შენობა დაანგრია. უამრავი ადამინი დაზარალდა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

შტატის გუბერნატორის ჯერი ბრაუნის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობაა გმოცხადებული დაზარალებულ რვავე ოლქში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე