მოსკოვში სავაჭრო ცენტრი „სინდიკა“ დაიწვა

საქართველო, თბილისი - 10:11 | 09.10.2017
ნანახია: 1026

მოსკოვში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი „სინდიკა“ დაიწვა.

1000 კვადრატული მეტრის ფართობზე ჭერი მთლიანად ჩამოინგრა. გამთენიისას ღია ცეცხლის ლიკვიდირება მოხდა.

სავაჭრო კომპლექსის ტერიტორიიდან 3 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მთი ზუსტი რაოდენობა გაურკვეველია.

ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართული იყო 350-ზე მეტი ადამიანი და მრავალრიცხოვანი ტექნიკა, მათ შორის სამი ვერტმფრენი.

ზარალმა შესაძლოა 5 მლრდ რუბლს მიაღწიოს.

წინასწარი ინფორმაციით, განიხილება ხანძრის გაჩენის რამდენიმე ვერსია, მათ შორის ცეცხლის განზრახ გაჩენაც.

 „სინდიკა“ 150 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. სავაჭრო ცენტრში 1000 მაღაზია მდებარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე