ბაგა-ბაღის თანამშრომლები პოლიტიკურ აქტივობას ახორციელებენ მაშინ, როცა მათ კანონით აქვთ ამის უფლება - წულუკიანი
საქართველო, თბილისი - 12:55 | 07.10.2017 ნანახია: 1061ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ ისინი ამ აქტივობას ახორციელებდნენ კვირის და დღის იმ მონაკვეთში, როცა მათ კანონით აქვთ ამის უფლება, თუმცა, გამოვლინდა შემთხვევებიც, როდესაც იყო კანონდარღვევები, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ბაღის დირექტორები მმართველი პოლიტიკური ძალისთვის ამომრჩეველთა მობილიზებაში არიან ჩართულნი.
უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელის თქმით, საბოლოო ჯამში, საქართველოში მშვიდი საარჩევნო კამპანიაა და ამას საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებებიც მოწმობს.
„ჩვენ უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში მრავალჯერ განვიხილეთ მასწავლებლების თუ ბაგა-ბაღის თანამშრომლების პოლიტიკური აქტივობის საკითხი, ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ ისინი ამ აქტივობას ახორციელებდნენ კვირის და დღის იმ მონაკვეთში, როცა მათ კანონით აქვთ ამის უფლება. თუმცა, გამოვლინდა შემთხვევებიც, როდესაც იყო კანონდარღვევები და მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო შესაბამის უწყებებს, პირველ რიგში, განათლების სამინისტროს გენინსპექციას და აუდიტის სამსახურს, რომლებმაც მყისიერი რეაგირება მოახდინეს.
მთლიანობაში, ჩვენ გვაქვს მშვიდი საარჩევნო კამპანია, ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებებიც. ჩვენი შიდა ეროვნული დამკვირვებლების შეფასებებიც და მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვისურვებდი, რომ 21 ოქტომბრამდე კიდევ უფრო მაღალი დისციპლინით დაიცვან საჯარო მოხელეებმა ნეიტრალიტეტი, რადგან პოლიტიკური პარტიები უნდა იყოს მკაცრად გამიჯნული მუნიციპალური ხელისუფლებისგან, ცენტრალური ხელისუფლებისგან და ზოგადად, სახელმწიფოსგან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა