ლონდონში ქართული ღვინის საღამო გაიმართა

საქართველო, თბილისი - 11:47 | 07.10.2017
ნანახია: 1230

ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სათაო ოფისში ქართული დოკუმენტური ფილმის "ღვინის ნულოვანი მერიდიანი"მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

საღამო გახსნა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ფილმის რეჟისორის ნანა ჯორჯაძის, ფილმის პროდუსერის, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის შალვა ხეცურიანის და ბრიტანელი ღვინის ექსპერტის სტივენ სპურიეს მონაწილეობით.

აღსანიშნავია, რომ ფილმი „ღვინის ნულოვანი მერიდიანი" ეძღვნება ქართული ღვინი​ს წარმოების 8000-წლიან უწყვეტ ისტორიას და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღვინის კულტურის უძველეს ქვეყანას. იგი მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. ფილმი შეიქმნა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „მარანი ხეცურიანი"-ს ფინანსური მხარდაჭერით. ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებულია სხვადასხვა ნომინაციაში: Hollywood International Independent Documentary Award, Oenovideo International Grape & Wine Film Festival, MOST Wine & Cava International Film Festival, etc.

საღამო „საქართველო - ღვინის სამშობლო" გაიმართა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის ორგანიზებით და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ქართული ღვინის კომპანიების მხრადაჭერით.

ღონისძიება დასრულდა მიღებით და ქართული ღვინის დეგუსტაციით.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე