ქარიშხალი „ნეითი“ ლუიზიანას შტატს უახლოვდება

საქართველო, თბილისი - 11:35 | 07.10.2017
ნანახია: 1312

ქარიშხალი „ნეითი“ ლუიზიანას შტატს უახლოვდება. ნიუ-ორლეანში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. 

სტიქია, რომელმაც ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზე 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ინფრასტრუქტურა გაანადგურა, მეტეოროლოგების ვარაუდით, შაბათს საღამოს ლუიზიანას დაატყდება თავს. 

მე-5 კატეგორიად შეფასებული ძლიერი ქარიშხალი ამ დროისთვის მექსიკის ყურეში ფიქსირდება და პირველ კატეგორიად შეფასდა, თუმცა მეტეოროლოგები შიშობენ, რომ სტიქია რამდენიმე საათში გაძლიერდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე