აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ძალინ დიდი შედეგები იქნა მიღწეული საქართველოსთვის - მიხეილ ჯანელიძე

საქართველო, თბილისი - 18:29 | 06.10.2017
ნანახია: 986

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არის მნიშვნელოვანი,  როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებისთვის ისე ევროკავშირისთვის“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხელ ჯანელიძემ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ამ პარტნიორობის ფარგლებში, ძალინ დიდი შედეგები იქნება მიღწეული, განსაკუთრებით საქართველოსთვის.

„ასოცირების შეთანხმება ხელმოწერილია და წარმატებით ხდება მისი იმპლემენტაცია. ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელსაც კონკრეტული შედეგები მოაქვს თითოეული მოქალაქისთვის და ბიზნესისთვის. პარალელურად, გაზრდილია ევროკავშირში ექსპორტი და ვაჭრობის წილი.

გარდა ამისა, ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან ხელშესახები შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელებიც შეუფერხებლად სარგებლობენ ამ დიდი შესაძლებლობით და ჩვენ ვსაუბრობთ შემდგომ ნაბიჯებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად დაახლოებს საქართველოს ევროკავშირთან“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამინისტრო, რა თქმა უნდა,  მიზნად ისახავს მეტ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას.

„ეს გამოიხატება იმ დოკუმენტში,  რომელიც შემუშავებულია ევროკომისიის მხრიდან, ეს არის 20 შედეგი 2020 წლისთვის.

ასოცირებული ქვეყნები, ასევე, მოელიან, რომ იქნება სრული შესაბამისობა იმ ნაბიჯებთან, რომელსაც ასოცირებული ქვეყნები დგამენ. ჩვენ ნამდვილად  ვართ, როგორც პოლიტიკური ინტეგრაციის კუთხით საკმაოდ წინ, ისე  ეკონომიკური, რასაც დიფერენცირებული მიდგომა სჭირდება და  ვცდილობთ ეს დიფერენცირება აისახოს ევროკავშირის შემდგომ გადაწყვეტილებებშიც, თუმცა ისე, რომ ზიანი არ მიეყენოს ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატს.

ჩვენ ვთვლით, რომ  6 ქვეყნის ერთობა ამ პლატფორმაში ძალიან მნიშვნელოვანია“, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე