ვენეციის კომისიის დასკვნა უმრავლესობის მიერ ერთპიროვნულად მიღებულ დოკუმენტში შეცდომების გასწორების მცდელობაა - ანა დოლიძე

საქართველო, თბილისი - 18:19 | 06.10.2017
ნანახია: 1257

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საკონსტიტუციო დოკუმენტის იმ ვარიანტის შესახებ ისაუბრა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დღევანდელ დასკვნას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, კომისიის დასკვნა ეს არის შეცდომების გასწორების მცდელობა იმ დოკუმენტში, რომელიც უმრავლესობამ ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე  ერთპიროვნულად მიიღო.

,,ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა განსხვავდება წინა დასკვნისაგან  იმით, რომ მასში ჩაიწერა მორიგი ორი შენიშვნა.

დასკვნის სულისკვეთება იგივე დარჩა: კომისია წუხილს გამოთქვამს, ერთპარტიული დოკუმენტის გამო და იმისათვის, რომ მიუხედავად თავად კომისიის თავმჯდომარის მცდელობისა, არ შეიქმნა შესაძლებლობა, რომ წარმართულიყო დიალოგი და  შექმნილიყო კონსენსუსი.

გარდა ამისა, კომისია გამოთქვამს წუხილს, რომ არ მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაც საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიღწევა უნდა ყოფილიყო.

ამას დაემატა მცდელობა, რომ იქნებ რაღაცნაირად გაუმჯობესდეს ის კონსტიტუცია, რომელიც უკვე მიღებულია.

კომისია დაპირებად იღებს უმრავლესობის დაპირებას, რომ რაღაც ცვლილებები უკვე მიღებულ კონსტიტუციაში მალევე შევა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე