პიკე და შაკირა გაშორდნენ - რას წერს დასავლური მედია

საქართველო, თბილისი - 16:13 | 06.10.2017
ნანახია: 3143

დასავლური მედია აქტიურად განიხილავს სამწუხარო ამბავს - ყველაზე მყარი და ლამაზი წყვილი განქორწინდა. ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, ჟერარდ პიკე და შაკირა ერთად უკვე დიდი ხანია აღარ ცხოვრობენ. ამის შესახებ მედიას წყარომ შეატყობინა.  

 „ბარსელონას“ მცველის ჟერარ პიკესა და მომღერალ შაკირას  განშორების შესახებ გავრცელებული ხმები რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული.

ცოტა ხნის წინ შაკირამ  სიმღერის Perro Fiel -ის ახალი ვიდელოკლიპი გამოუშვა. სადაც მონაწილეობს ნიკი ჯემი, რომელიც  პიკეს თავიდანვე არ მოსწონდა და მასზე ეჭვიანობდა. ეს გადაღებები კი მისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

ინსაიდერის თქმით, შაკირამ ბარსელონაში თავისი შვილებისთვის ახალი სახლი იყიდა, სადაც თავისი ნივთები უკვე გადაიტანა. ჟურნალსიტების მიერ გავრცელებულ ხმებზე პიკეს და შაკირას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ფეხბურთელი და მომღერალი ერთად შვიდ წელზე მეტია არიან. მათ ორი ვაჟი ჰყავთ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე