ბრედ პიტს ვეღარ იცნობთ - მსახიობმა წონაში ელვისებური სისწრაფით დაიკლო (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 15:37 | 06.10.2017
ნანახია: 2114

ამ დღეებში პაპარაცებმა ბრედ პიტს გადასაღებ მოედანზე ფოტოები გადაუღეს. ის ძალიან დაღლილი და გამხდარი ჩანს.

მართალია, ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ უკვე დიდი დრო გავიდა, ბრედ პიტი დღემდე დარდობს და წონაში კლებას განაგრძობს.

თაყვანისმცემლები საყვარელი მსახიობის ჯანმრთელობის გამო ძალიან ღელავენ, რადგან უკვე ერთი წელი გავიდა განქორწინების პროცესის დასაწყისიდან, ბრედი კი კვლავაც განადგურებულად, დათრგუნულად და დაბერებულად გამოიყურება.

გარეგნული გადაღლილობის მიუხედავად, ბრედი აქტიურად არის ჩართული ფილმების გადაღებებში. 2019 წელს გაქირავებაში გამოვა ფილმი „ვარსკვლავებთან“, სადაც ის ინჟინერის როლს ასრულებს, რომელიც გალაქტიკაში მოგზაურობს.

პაპარაცებმა კამერებზე ის ფილმის გადაღების დროს აღბეჭდეს. მსახიობი სკაფანდრით გადასაღებ მოედანზე დააბიჯებდა, მაგრამ ასტრონავტისთვის შესაფერისად ვაჟკაცურად არ გამოიყურებოდა.

კოსტიუმი მის ტანზე უშნოდ ეკიდა. თაყვანისმცემლებმა იმედი გამოთქვეს, რომ პიტი თავის ხელში აყვანას შეძლებს და წონაში კლებას შეწყვეტს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე