ბოთლების სროლა და ჩხუბი უკრაინის პარლამენტში (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:19 | 06.10.2017
ნანახია: 1376

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატების ჩხუბი სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ვიდეორგოლში ჩანს, როგორ ესროდა ბოთლებსა და სხვა ნივთებს დეპუტატი იური ლავჩენკო სპიკერ ანდრეი პარუბის.

მედიის ცნობით, ლავჩენკოს დონბასის შესახებ კანონპროექტისთვის ხმის მიცემის ჩაშლა სურდა.

დეპუტატი ვლადიმერ არიევი Facebook -ის გვერდზე წერდა, რომ დეპუტატმა  სემიონ სემენჩენკომ დარბაზში შაშხანა ისროლა, მაგრამ ვიდერგოლში ეს მომენტი დაფიქსირებული არ არის.

იური ლევჩენკომ აღიარა, რომ შაშხანა მან ისროლა.

„მე სწორად მოვიქეცი, რადგან მთელს პარლამენტს გადავწვავდი, რათა ის არ გაეკეთებინა, რასაც აკეთებს, ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს“, - განაცხადა ლევჩენკომ.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=Qbv2Pnu50wI 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე