ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიის დასკვნა არის აბსოლუტურად პოზიტიური

საქართველო, თბილისი - 14:09 | 06.10.2017
ნანახია: 1062

„ვენეციის კომისიამ საბოლოოდ დაამტკიცა თავისი საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. დასკვნა არის პოზიტიური'', - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა დამტკიცდება.

,,ჩვენ წინასწარ გვქონდა საუბარი იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც გამოიგზავნა ვენეციის კომისიის მხრიდან ერთი კვირით ადრე და დაახლოებით, შეესაბამება ეს დასკვნა იმ წინასწარ  დოკუმენტს, რომელიც იქნა გამოგზავნილი. დოკუმენტი არის აბსოლუტურად პოზიტიური და აღიარებულია ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების მხრივ. გარდა ამისა, დღეს არაერთი განცხადება გაკეთდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მხრიდან, ასევე, იმ ექსპერტების მხრიდან, რომლებიც წერდნენ დასკვნას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და მათ უაღრესად დადებითად შეაფასეს საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს საქართველოში დემოკრატიული განვითარების   პროცესის შეუქცევად გაგრძელებას" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე