ორი დაღუპული და 39 დაშავებული- ძლიერი ქარი პოლონეთში

საქართველო, თბილისი - 13:54 | 06.10.2017
ნანახია: 1013

ორი ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა პოლონეთში ძლეირი წვიმისა და ქარის შედეგად. უამინდობის გამო კიდევ 840 ათასი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

„ორი ადამიანი დაიღუპა და 39, მათ შორის რვა მეხანძრე დაშავდა წვიმის შედეგად, რომელსაც ძლიერი ქარი ერთვოდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მეხანძრეები 10 ათასჯერ გავიდნენ გამოძახებებზე, რომლებიც უამინდობას უკავშირდებოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე