საკრებულომ ეკლესიას უძრავი ქონება 28 შემთხვევაში 1 ლარად გადასცა - ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა"

საქართველო, თბილისი - 12:13 | 06.10.2017
ნანახია: 992

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, საკრებულომ მერიას ეკლესიისთვის საერთო ჯამში 183 414 კვ.მ გადაცემაზე მისცა თანხმობა. 

ანგარიშის თანახმად, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიან საქმიანობას ეხება, ეკლესიისათვის გადაცემული მიწების საპრივატიზაციო პირობა უმეტეს შემთხვევაში არის ეკლესიის აშენება, ასევე სკვერის მოწყობა, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, გამწვანება და კეთილმოწყობა. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაეცა - 28 შემთხვევაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად.

აღსანიშნავია, რომ საკრებულომ თბილისის მთავრობას 58 შემთხვევაში მისცა თანხმობა ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების გადაცემის თაობაზე. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე