გერმანიაში სტიქიას 7 ადამიანი ემსხვერპლა და 24 დაშავდა

საქართველო, თბილისი - 11:56 | 06.10.2017
ნანახია: 947

სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ გერმანიაში ციკლონ „ქსავიეს“ შედეგად. ციკლონმა ძლიერი წვიმები გამოიწვია, რომელიც ქარიშხალში გადაიზარდა.

მსხვერპლთა უმეტესობა ავტომობილებში იმყოფებოდა, რომლებსაც ქარისგან მოგლეჯილი ხეები დაეცა.  პოლიციის ცნობით, სტიქიის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა.
​ ციკლონ „ქსავიეს“ შედეგად შეწყვეტილია სარკინიგზო მოძრაობაც.

ბერლინსა და ჰამბურგში ასევე შეჩერებულია საგარეუბნო მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა, ასევე ზოგიერთი მეტროსადგურის მუშაობა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე