მამაკაცმა ცოლი და 5 შვილი დაწვა

საქართველო, თბილისი - 11:40 | 06.10.2017
ნანახია: 2041

დედა და ხუთი ბავშვი დაიღუპა იაპონიაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი TBS-ი იუწყება.

ტრაგიკული შემთხვევა იბარაქის პრეფექტურის ქალაქ ჰიტათიში მოხდა.

ტელეარხის ცნობით, ორმოც წლამდე მამაკაცი პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ ბავშვების მამა იყო და სახლში ხანძარი მან გააჩინა.

 „სახლში ხანძარი მე გავაჩინე“, - აღიარა მან.

პოლიციისა და მეხანძრეების თქმით, ხანძარი გამთენიისას, სახლის პირველ სართულზე გაჩნდა.

ბავშვები 3-დან 11 წლამდე ასაკის არიან.

ტელეარხის ცნობით, ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. ადგილზე კი ხუთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. 11 წლის გოგონა ძლიერი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე