სამხედროებმა კოკაინის მწარმოებლები მასობრივად დახვრიტეს

საქართველო, თბილისი - 11:16 | 06.10.2017
ნანახია: 1803

კოლუმბიაში სამხედროებმა კოკაინის მწარმოებლები მასობრივად დახვრიტეს. მოკლულია 9 და დაჭრილია 18 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობა კოკის ნათესების დასაცავად გამოვიდა, რომლებსაც სამხედროები და პოლიციელები ანადგურებდნენ.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მოქალაქეებმა სამხედროებს თვითნაკეთი ბომბები ესროლეს. თუმცა გლეხთა ასოციაცია ამ ვერსიას უარყოფს და აცხადებს, რომ სროლა სამხედროებმა  ყოველგვარი  მიზეზის გარეშე დაიწყეს.

ხელისუფლებამ ინციდენტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა კოლუმბიის რევოლუციური შეირაღებული ძალების ყოფილ ამბოხებულებს დააკისრა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე