იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გადაღლილობით გარდაცივალა

საქართველო, თბილისი - 11:10 | 06.10.2017
ნანახია: 2388

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK-ის ჟურნალისტი ზედმეტი მუშაობისგან გამოწვეული გადაღლილობისგან გარდაიცვალა, ამის შესახებ გამოცემა ,,გარდიანი" იტყობინება.

ფაქტი იაპონურა მაუწყებელმაც დაადასტურა. ტრაგიკული შემთხვევა 2013 წელს მოხდა. გამოძიებამ დაადგნა, რომ 31 წლის ჟურნალისტმა მივასადომ არჩევნების პერიოდში 159 საათი გადაჭარბებით იმუშავა და თვეში მხოლოდ 2 დღე ისვენებდა. მისი სამუშაო დღე კი 12 საათს გრძელდებოდა.

შედეგების გამოქვეყნებიდან მესამე დღეს რეპორტიორი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ტრაგიკული შემთხვევა 2013 წელს მოხდა, თუმცა მისი დეტალები მხოლოდ ახლა გამოაშკარავდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე