Samsung-ის ტელეფონი მამაკაცს ჯიბეში აუფეთქდა

საქართველო, თბილისი - 11:04 | 06.10.2017
ნანახია: 1224

ინდონეზიელ მამაკაცს ჯიბეში „სამსუნგ გალაქსი დუოსი“ აუფეთქდა. ინციდენტი ქალაქ სამარანგში, ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. სატვალთვალო კამერებით დაფიქსირებულ კადრებში ჩანს, როგორ ჩაიდო მამაკაცმა გაჯეტი ჯიბეში, რასაც რამდენიმე წამში აფეთქება მოჰყვა და მის  სამოსს ცეცხლი მოედო.

პერანგის გახდა ტელეფონის მფლობელმა დროულად მოასწრო. მობილური ტელეფონი 2013 წელს იყო გამოშვებული. ეს სამსუნგის აფეთქების პირველი შემთხვევა არაა.

გასულ წელს კონპაია სამუნგი იძლებული გახდა „გალაქსი ნოუტ 7“ -ის მთელი სერია რეალიზაციიდან ამოეღო, რადგანაც მისი  ელემენტი ყოველგვარი მიზეზის გარეშე ფეთქდებოდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე