განგაში ცენტრალურ ამერიკაში - შტორმს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:58 | 06.10.2017
ნანახია: 1037

ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ტროპიკულ შტორმს „ნეიტს“  20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ნიკარაგუასა და კოსტა-რიკაში 22 ადამიანი დაიღუპა. კიდევ სამი ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას ჰონდურასში.

ნიკარაგუაში მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა. ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაში გამოაცხადა. დაიხურა სკოლები. კოსტა-რიკაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და დახურულია სასწავლო დაწესებულებები. 5 ათასი ადამიანი დროებით თავშესაფრებშია განთავსებული.

 „ნეიტი“ საათში 64 კმ სიჩქარით მოძრაობს და  ჩრდილოეთ-დასავლეთისკენ საათში 12 კმ სიჩქარით მიემართება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე