ბაღის დაცვის ყოფილმა წევრმა ბავშვებს და პედაგოგს საწვავი გადაასხა და დაწვა

საქართველო, თბილისი - 10:27 | 06.10.2017
ნანახია: 2160

ბრაზილიის ერთ-ერთ ბაღში თავდასხმის შედეგად ოთხი ბავშვი და მასწავლებელი დაიღუპნენ. ინფორმაციას გამოცემა Mirror-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბაღის დაცვის ყოფილმა წევრმა 4 წლამდე ბავშვებს და პედაგოგს საწვავი გადაასხა და დაწვა. თავდამსხმელი 50 წლისაა. ადგილზე მისულ პოლიციას მასწავლებელი და ბავშვები უკვე გარდაცვლილები დახვდათ, 15 ადამიანი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელმა მასწავლებელი ოთახში ჩაკეტა და ცეცხლი ამის შემდეგ გააჩინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე