მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 17:22 | 05.10.2017
ნანახია: 1903

,,ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი, ჩემი მთავარი კონკურენტი არის ის პრობლემები, ის ტკივილი და წუხილი, რომელიც ქალაქს აწუხებს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ განაცხადა და დასძინა, რომ დებატებისთვის მზადაა. 

,,მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი და შესაბამისად, როგორც არის ეს დაგეგმილი, დებატები იქნება ეს თუ სხვა, ჩვენ მზად ვართ, ყოველთვის მივიღოთ მონაწილეობა.

ფეხბურთს პოლიტიკას და ზოგადად, ყველაფერს აქვს წესი, შესაბამისად, როცა ის ამბობს, რომ მიწვევს დებატებში, დაახლოებითი რეიტინგები ხომ არსებობს? ვიღაც კანდიდატს აქვს ის რეიტინგი, ვიღაცას სხვა. რეიტინგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უნდა დავჯდე ზაალ უდუმაშვილთან, შესაბამისად, პატივს ვცემ ყველა კანდიდატს. ერთ კანდიდატთან არ ვაპირებ დაჯდომას, მზად ვარ, შვიდივესთან ერთად დავჯდე. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დებატებში მონაწილეობაზე“, - განაცხადა კალაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე