ჯეჯელავამ 66 ათასზე მეტ მასწავლებელს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველო, თბილისი - 15:51 | 05.10.2017
ნანახია: 972

,,მასწავლებლობა ყველაზე რთული და დაუფასებელი საქმეა", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პარლამენტში, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. 

მინისტრმა 66 ათასზე მეტ მასწავლებელს პროფესიული დღე მიულოცა და მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა. 

,,დღეს განათლების სისტემისა და მთელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მასწავლებლის დღე 66 ათასზე მეტი მასწავლებლისთვის პროფესიული დღეა. ეს დღე მათი პროფესიული დღეც არის, ვინც ადრე მასწავლებელი იყო ან ახლა ემზადება პედაგოგობისთვის.  პირადად მე რასაც მივაღწიე ცხოვრებაში, ყველაფერი ჩემი პედაგოგების დამსახურებაა. მინდა, მთელი გულით, საქართველოს მთავრობის სახელით პირველ რიგში პედაგოგებს მივულოცო. ძალიან რთული და ყველაზე დაუფასებელი საქმეა. თითოეულ ჩვენგანს უყვარს  თქმა, "ყველაფერს ჩემით მივაღწიე",  ეს პედაგოგების დაუფასებლობაა. მინდა, წარმატება ვისურვო და ყოველგვარი მხარდაჭერა, ხელშეწყობა, დიდი სითბო, სიყვარული პირადად ჩემი და მთავრობის სახელით აღვუთქვა.“,- განაცხადა ჯეჯელავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე