სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 13:45 | 05.10.2017
ნანახია: 1095

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, აკაკი ლოდიამ თანამდებობა დატოვა.

როგორც ,,პრაიმნიუსჯორჯიას'' სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აკაკი ლოდიამ გადადგომის შესახებ განცხადება მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან შეთანხმების საფუძველზე დაწერა. 

ცნობისთვის, აკაკი ლოდია სპორტის სამინისტროში 2012 წლიდან ადმინისტრაციული დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 2015 წელს კი მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე