მოსახლეობას მომდევნო კვირის დასაწყისში ეცოდინება, იქნება თუ არა პრეზიდენტის ვეტო - ანა დოლიძე
საქართველო, თბილისი - 10:12 | 05.10.2017 ნანახია: 962პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მოსახლეობას მომდევნო კვირის დასაწყისში ეცოდინება, იქნება თუ არა პრეზიდენტის ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე.
,,პრეზიდენტს აქვს 10 სამუშაო დღე იმისათვის, რომ მოამზადოს საკუთარი ვეტო. ამ პროცესში უკვე გამოითქვა რამდენიმე მოსაზრება, როგორი უნდა იყოს ვეტო. გუშინ ჩვენ გვქონდა საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა უმრავლესობასთან ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ვეტოში უნდა აღმოჩნდეს, მაგრამ ბუნებრივია ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასევე ოპოზიციური პარტიების მოსაზრებები. ამ კვირის ბოლოს ჩამოყალიბდება პრეზიდენტი იმაზე, თუ რა იქნება ვეტოს დოკუმენტში, როგორი იქნება ის და კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება იგი. ცალსახად ამ ეტაპზე რა იქნება ვეტოში ამას ბუნებრივია, ვერავინ იტყვის, ამისთვის ჯერ კიდევ შესაბამისი დრო არსებობს. უკვე გვაქვს ერთი მოთხოვნა, კონსტრუქციული, საკმაოდ დასაბუთებული თავიანთი პოზიციიდან გამომდინარე, ეს არის უმრავლესობის მომართვა, თუმცა პრეზიდენტი, როგორც მან განაცხადა მანამდე, აგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთან, რომელთაც აქამდე გამოკვეთილი პოზიცია ჰქონდათ. იმ კვირის დასაწყისში მოსახლეობას ეცოდინება, იქნება თუ არა ვეტო და როგორი იქნება ის”, - განაცხადა ანა დოლიძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვენეციაში გაემგზავრა. ის ვენეციის კომისიის სხდომას დასწრება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კომისიამ საბოლოო დასკვნა უნდა მიიღოს.
პოლიტიკა
- ორბანის საქართველოში ვიზიტის კრიტიკის გამო, უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა
- სიფრთხილის გამოჩენის გამო საქართველოს ვკარგავთ - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- "თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის უწყებებს, ახლა მოუწევთ პროკურატურაში მისვლა, თუ არ მივლენ, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ არჩევნებთან დაკავშირებით" - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა