კიევში რუსული ტელეკომპანია нтв-ს ჟურნალისტი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:00 | 05.10.2017
ნანახია: 1033

კიევში რუსული ტელეკომპანია нтв-ს ჟურნალისტი დააკავეს. ვიაჩესლავ ნემიშევს ჩხრეკისას ეგრედ წოდებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" აკრედიტაცია აღმოაჩნდა.

დაკითხვის მიზნით ის უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.

უწყების პრეს-მდივნის განცხადებოთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ნემიშევთან დაკავშირებით კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ტელეკომპანია нтв-ს განმარტებით, ჟურნალისტი კიევში რედაქციის დავალებას ასრულებდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე