„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 16:20 | 04.10.2017
ნანახია: 1028

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა ლიბიის ქალაქ მისურატში სასამართლოს შენობაზე თავდასხმის შედეგად. დაჭრილია 15 ადამიანი.

მედიის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის შეტაკება მოხდა. მას შემდეგ რაც მებრძოლებს საბრძოლო ტყვიები აღარ დარჩათ, ორმა მათგანმა თავი აიფეთქა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე