ენერგეტიკის მინისტრის ახალი მოადგილე რომეო მიქაუტაძე იქნება

საქართველო, თბილისი - 16:11 | 04.10.2017
ნანახია: 1642

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ახალი მოადგილე რომეო მიქაუტაძე იქნება. 

ილია ელოშვილის ყოფილმა მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა კი თანამდებობა დღეს დატოვა.

როგორც ვალიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, ემშვიდობება ენერგეტიკის სამინისტროს, მაგრამ ამ სფეროში რჩება.

,,ბევრი საინტერესო წელი, ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი ემოცია, ბევრი წლის მერე დავემშვიდობე ენერგეტიკის სამინისტროს, თუმცა ენერგეტიკას ვერ დავტოვებ", - წერს ვალიშვილი.

ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძე 2013-2017 წლებში “საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე