სომხეთის მიერ დანიშნულ ახალ ელჩს საქართველოს საგარეო უწყებამ აკრედიტაცია არ მისცა

საქართველო, თბილისი - 14:58 | 04.10.2017
ნანახია: 2135

სომხეთის მიერ დანიშნულ ახალ ელჩს, სერგეი მინასიანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აკრედიტაცია არ მისცა.

როგორც საგარეო სამინისტრომ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, "როდესაც ელჩის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, იგი ყოველთვის საჯაროა".

"როდესაც ელჩის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, იგი ყოველთვის საჯაროა. ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით არის უადგილო",- განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე