ჩვენ მაინც განვახორციელებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს - გიორგი კახიანი

საქართველო, თბილისი - 13:26 | 04.10.2017
ნანახია: 920

ჩვენ მაინც განვახორციელებთ ამ ცვლილებებს, უბრალოდ ამას დასჭირდება დრო და ეს ცვლილებები განხორციელდება საგაზაფხულო სესიაზე,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის პრაგმატული დამოკიდებულების შემთხვევაში ამ ცვლილებების ასახვა კონსტიტუციაში შესაძლებელი იქნება მიმდინარე თვესვე.

,,მე გამოვთქვამ იმედს, რომ პრეზიდენტი მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას; იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მხარდაჭერილია ვენეციის კომისიის დასკვნითაც, რომელსაც ჩვენც გავითვალისწინებთ ვეტოს შემთხვევაში. ეს იქნება კონკრეტული შეთავაზებები, რომელიც ჩვენ გვქონდა ბლოკებთან და ბონუსურ სისტემასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის პრაგმატული დამოკიდებულების შემთხვევაში ამ ცვლილებების ასახვა კონსტიტუციაში შესაძლებელი იქნება მიმდინარე თვესვე. თუ ეს ასე არ მოხდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მაინც განვახორციელებთ ამ ცვლილებებს, უბრალოდ ამას დასჭირდება დრო და ეს ცვლილებები განხორციელდება საგაზაფხულო სესიაზე",- განაცხადა გიორგი კახიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე