ჩავიკეცე და ტირილი ამივარდა - ნიკა ქავთარაძე გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 11:36 | 04.10.2017
ნანახია: 11654

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე გაქურდეს, ამის შესახებ ინფორმაციას ის ,,ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

,,გუშინ ხელფასი ავიღე. დღეს, ვაკზალზე საქმე მქონდა. გამოსვლისას ფული დავახურდავე, ბინის ქირისთვის. ჩავედი მეტროში. რუსთაველზე ამოვედი, ვიფიქრე მაკში შევივლი და ქეთის ბურგერებს ვუყიდითქო. ჩავყავი ხელი, გამიკვირდა ფული რომ არ იყო. მეთქი სხვა ჯიბეში ხომ არ ჩავდე და უცებ ამას ვხედავ. მთელი ფული მომპარეს, ჩავიკეცე და ტირილი ამივარდა. ესეც ჩემი დაბადების დღის საჩუქარი, არ ვიცი ეს თუ როდესმე მორჩება...'', - წერს ნიკა ქავთარაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე