კატალონია დამოუკიდებლობას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს

საქართველო, თბილისი - 09:56 | 04.10.2017
ნანახია: 1005

კატალონია დამოუკიდებლობას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. ამის შესახებ ავტონომიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთის ხელისუფლება მათ გადაწყვეტილებას ხელს შეუშლის, „ ეს იქნება შეცდომა, რომელიც ყველაფერს შეცვლის“. მისივე თქმით, ამჟამად ოფიციალური მადრიდი და ავტონომიის ხელისუფლება ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან.

კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს გაიმართა. მას ესპანეთის ხელისუფლება არ აღიარებს.

კენჭისყრის დღეს ზოგიერთ უბანზე პოლიციასა და ამომრჩევლებს შორის შეტაკება მოხდა. ორივე მხრიდან არიან დაშავებულები.

 ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონია პროტესტების დროს დაშავებულების შესახებ ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა.

რეფერენდუმში მონაწილეობა 2,2 მლნ ადამიანმა მიიღო. დამოუკიდებლობას მხარი ამომრჩეველთა 90 პროცენტმა დაუჭირა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე