დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემს ქალაქს, გაუხარდებოდა ჩემი დანახვა თბილისობის კონცერტზე - ნინო ჩხეიძე თბილისობაზე არ იმღერებს

საქართველო, თბილისი - 18:27 | 03.10.2017
ნანახია: 5844

7-8 ოქტომბერს დედაქალაქი თბილისობას აღნიშნავს. დაგეგმილია არაერთი კონცერტი, გასართობი თუ სპორტული ღონისძიება. თუმცა საზოგადოების განსჯის საგანი ყოველთვის ხდება ის, თუ ქართული შოუბიზნესის რომელი ვარსკვლავი იდგება მთავარ  სცენაზე.

როგორც აღმოჩნდა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს მომღერალი ნინო ჩხეიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

ნინო ჩხეიძე: სანამ პრესაში გამოქვეყნდებოდა მომღერლების სია მორჩილად ველოდებოდი ზარს ჩემს მობილურზე მაგრამ ამაოდ. დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემს ქალაქს ჩემს ხალხს და ჩემს თაყვანისმცემლებს, ადამიანებს ვისაც მოწონს ჩემი ნამღერი სიმღერები გაუხარდებოდათ ჩემი დანახვა თბილისობის კონცერტზე, ამ პოსტსაც იმიტომ ვწერ რომ უმტკივნეულოდ დავაფიქსირო ჩემი მოკრძალებული აზრი " მუდმივი არაფერია სამყაროში სიყვარულის გარდა" ჩახედეთ ყველამ თქვენს გულებს, გადამოწმეთ თქვენი ფიქრი და ნაბიჯიც შესაბამისი გადადგით. გულწრფელად ვულოცავ ჩემს ქალაქს წინასწარ თბილისობას და ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ წარმატებას როგორც საქმეში, ასევე პირად ცხოვრებაში. მუდამ თქვენი ნინო ჩხეიძე.

მომღერლების მონაწილეთა სია კი ასე გამოიყურება: აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე, გიორგი მახარაშვილი, ზურა ხაჩიძე, ირაკლი ნოზაძე, პაატა ხაჩიძე, ნუკრი კაპანაძე, სალომე ბაკურაძე, თამთა ჭელიძე,, მარიტა როხვაძე, გიო ხუციშვილი, სოფო ხალვაში, ოთო ნემსაძე, ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, ნინო ძოწენიძე, მარიკა თხელიძე, ნინი ქარსელაძე, თკა ჯამბურია, ლიზა ყენია, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, აჩიკო მეფარიძე, რატი დურგლიშვილი, თემურ თათარაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ქრისტინე იმედაძე, მაია ყარყარაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, სოფო ბედია, დათო გომართელი, ნინო ქათამაძე და ინსაითი - ბაიათი, მარიამ როინიშვილი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, არჩილ სოლოღაშვილი, სტეფანე მღებრიშვილი, ეკა მამალაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე