ერაყის ქურთისტანში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

საქართველო, თბილისი - 18:00 | 03.10.2017
ნანახია: 935

ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტობისთვის ერთადერთი კანდიდატი იბრძოლებს. ამის შესახებ ავტონომიური რეგიონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჰაჯი ომარმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიაში მხოლოდ მოჰამედ ტუფიკ რაჰიმია რეგისტრირებული. საპრეზიდენტო არჩევნები ერაყის ქურთისტანში 1 ნოემბერსაა დაგეგმილი.

მანამდე რეგიონში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი გაიმართა.

მოსახლეობის 90 პროცენტმა მხარი ერაყის შემადგენლობიდან გამოყოფას დაუჭირა.

ბაღდადი პლებისციტის შედეგებს არ ცნობს.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე