სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა

საქართველო, თბილისი - 16:43 | 03.10.2017
ნანახია: 1595

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ამის შესახებ „უკრაინსკი ნოვინის“ სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განუცხადა.

„მოქალაქისთვის დამატებითი დაცვის მოთხოვნა და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა - ეს, რეალურად, ერთი და იგივეა. უბრალოდ, ყოველდღიურობაში „პოლიტიკური თავშესაფრის“ ცნება უფრო ხშირად გამოიყენება“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა ჯერჯერობით სააკაშვილის მოთხოვნას არ უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი დღე-ღამის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე