ჩინური ფინჯანი Sotheby's-ის აუქციონზე 37,7 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 15:19 | 03.10.2017
ნანახია: 1108

ჩინური ფინჯანი, რომელიც სუნების დინასტიის პერიოდს მიეკუთვნება, ჰონკონგში Sotheby's-ის აუქციონზე  რეკორდულ ფასად - 37,7 მლნ დოლარად გაიყიდა.

ფინჯანი ექსპერტებმა 10,2 მლნ დოლარად შეაფასეს. აუქციონი 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ფინჯანი ანონიმურმა მყიდველმა ტელეფონით შეიძინა.

Sotheby's-ში  აღნიშნეს, რომ ფინჯანი თავიდან ფუნჯების გასარეცხად იყო განკუთვნილი, ის იშვიათი ჩინური ფაიფურისგან იმპერატორის კარის ხელოსნების მიერ არის დამზადებული.

სუნების დინასტია 960-1279 წლებში არსებობდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე