მეგობარი გოგოს ცემისთვის სასჯელის მოხდის შემდეგ მამაკაცი ციხიდან გამოვიდა და გოგონა მოკლა

საქართველო, თბილისი - 14:57 | 03.10.2017
ნანახია: 2288

მამაკაცი, რომელმაც მეგობარი გოგონას ცემისთვის ორთვიანი პატიმრობა მოიხადა, ციხიდან გამოვიდა, მის სახლში მივიდა და მოკლა. ამის შესახებ The New York Post-ი იუწყება.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, 52 წლის ჯერომ რივერსმა ციხიდან გამოსვლისთანავე მეგობარ გოგონას ჯია პანდერს დაურეკა და სახლში მისვლის ნებართვა სთხოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით რივერსს პენდერთან მიახლოების უფლება არ ჰქონდა, ამიტომ სატელეფონო ზარის შემდეგ გოგონამ მეზობელბს ჯერომის მოსალოდნელი სტუმრობის შესახებ აცნობა და სთხოვა დედამისისთვის გადაეცათ ნივთი (გამოცემა არ აზუსტებს თუ რა ნივთი იყო ის) იმ შემხვევაში, თუ კი მას რაიმე შეემთხვეოდა.

რივერსი პენდერის სახლში მივიდა, მეორე დღეს კი პოლიციას დაურეკა. მან სამართალდამცველებს უამბო, რომ ეძინა, როდესაც ხმაური გაიგონა. როდესაც გაიღვიძა, დაინახა პენდერი, რომელიც აბაზანის იატაკზე იწვა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალი დაახრჩვეს.

რივერსის თქმით, მეგობარი გოგოს მოკვლის მიზეზი არ ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ პენდერი პატივს არ სცემდა დედამისს და ის ციხეში ცემის ბრალდებით დააჭერინა.

მამაკაცს 25-წლიანი ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ორი თვე ციხეში მან იმის გამო გაატარა, რომ გოგონაზე თავდასხმით  პირობითი სასჯელისგან ვადამდელი გათავისუფლების  პირობები დაარღვია. რივერსს ცოტა ხნის წინ სასჯელი გაუპატიურებისთვის ჰქონდა მოხდილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე