არსებობს გარემოებები, რაც საქართველოში სააკაშვილის ექსტრადიციას ხელს უშლის - ლუცენკო

საქართველო, თბილისი - 14:07 | 03.10.2017
ნანახია: 1029

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს თქმით, არსებობს გარემოებები, რომლებიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციას ხელს უშლის.

მისი თქმით, უკრაინაში სააკაშვილის არალეგალურად დაბრუნების შემდეგ უკრაინის პროკურატურამ დაიწყო ექსტრადიციის საქმის შესწავლა.

როგორც ლუცენკო ამბობს, უნდა დადგინდეს ნამდვილად არის თუ არა სააკაშვილი ეჭვმიტანილი ან ბრალად ედება თუ არა საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებები და არსებობს თუ არა გარემოებები, რაც მის ექსტრადიციას ხელს უშლის.
„მიმაჩნია, რომ ასეთი გარემოებები არსებობს, რამდენადაც სააკაშვილმა უკრაინის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის შემდეგ საემიგრაციო სამსახურში ჩააბარა საბუთები, რაც უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად, მის ექსტრადიციას ხელ უშლის,“- განაცხადა ლუცენკომ ტელეარხ „112 უკრაინის“ ეთერში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ეს გარემოება დეტალურად შეისწავლება. ლუცენკოს თქმით, ეს პროცედურა რამდენიმე კვირას გასტანს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე