პრეზიდენტი მზად არის, უმრავლესობის ხვალ შეხვდეს - აბაშიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:05 | 03.10.2017
ნანახია: 949

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი მზად არის, ხვალ, 4 ოქტომბერს უმრავლესობის წევრებს შეხვდეს. 

„სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხდება სიტუაციების გართულება. ერთ კვირაზე მეტია პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა შეხვედრისთვის და ღიაა კომუნიკაციისთვის ყველა პარტიასთან, თუმცა ადგილი აქვს სპეკულაციებს. კიდევ ერთხელ ღიად ვაფიქსირებთ რომ პრეზიდენტი მზად არის შეხვდეს უმრავლესობის წევრებს, ხვალ, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე