თავისუფლების მოედანზე მიმდინარე სასტუმროს მშენებლობაში 15 ათასი ადამიანია დასაქმებული - კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:00 | 03.10.2017
ნანახია: 1049

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, პუშკინის სკვერთან პარკინგი საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში მოეწყობა.

მისივე განმარტებით, პანორამა თბილისის ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე სასტუმროს მშენებლობაში 400 მილიონი აშშ დოლარი იხარჯება და 15 ათასი ადამიანია დასაქმებული.

შეგახსენებთ, 29 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე, დაპირისპირების მიუხედავად, პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრი ტერიტორიისთვის ზონალური სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს. 

ამასთანავე, გუშინ დედაქალაქის მერიასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია გაიმართა. 

აქციის მთავარი მოთხოვნა იყო, ბილისის მერიამ არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმ ტერიტორიების გასხვისების თაობაზე, რომლებსაც საკრებულომ გასულ კვირას ზონის სტატუსი შეუცვალა. 

ცნობისთვის, საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ გასხვისების თაობაზე მერიამ უნდა მოამზადოს დოკუმენტი და დამტკიცებისთვის ისევ საკრებულოს გადაუგზავნოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე