ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 16:45 | 02.10.2017
ნანახია: 1729

ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4764 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4767 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.03 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9075 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9252 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.77 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6922 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.2941 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 3 ოქტომბერიდან  შევა ძალაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე