ლას-ვეგასში სულ მცირე 12 დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია

საქართველო, თბილისი - 16:35 | 02.10.2017
ნანახია: 1084

ლას-ვეგასში სულ მცირე 12 დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ტელეარხი CNN-ი ადგილობრივ საავადმყოფოებზე დაყრდნობით იუწყება.
სროლა გვიან ღამით მუსიკის ფეტსივალზე მოხდა, რომელიც ლას-ვეგასში კაზინოსთან ახლოს მიმდინარეობდა.

დაიღუპა 50-ზე მეტი და დაიჭრა 200-ზე მეტი ადამიანი. პოლიციის მონაცემებით, სროლა 64 წლის სტივენ პედოკმა განახორციელა. ის ლიკვიდირებულია.

სროლა სასტუმროს 32-ე სართულიდან მოხდა. სროლის დროს კონცერტზე ათობით ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

პოლიციის ცნობით, პედოკის სასტუმროს ნომერში რვა ერთეული იარაღია აღმოჩენილი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე